„ოთხი ქალი, ოთხი რეალობა“ – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებითი საგამოფენო დარბაზი ახალ ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიცია გასხვავებული ხედვების მქონე არტისტების ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენასთან ერთად, მუზეუმში ამავე საღამოს კლასიკური მუსიკა აჟღერდება. ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრი და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი კონცერტებს ერთობლივად წარმოადგენენ.
კონცერტების სერია 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.