ოთხ დღეში ამერიკა ახალ პრეზიდენტს ირჩევს.
ქვეყნის მასშტაბით რეიტინგებში უმცირესი განსხვავების ფონზე რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კანდიდატები ფსონს ე. წ. მერყევ შტატებზე დებენ და შეხვედრებს სწორედ იქ მართავენ. ჰარისის და ტრამპის რიტორიკა ურთიერთბრალდებებით და შეურაცხმყოფელი განცხადებებითაა გაჯერებული. საარჩევნო მარათონის პარალელურად ქვეყნის მასშტაბით ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. არჩევანი უკვე გააკეთა 62 მილიონამდე ამომრჩეველმა, რაც 2020 წლის მონაცემებს ოთხი მილიონი ხმით აჭარბებს. პოლიტიკური ორთაბრძოლის ბოლო დღეები და კანდიდატების მთავარი გზავნილები – მცირე სხვაობიანი გამოკითხვების გამო პროგნოზების გაკეთება სულ უფრო რთულდება.