„ოთარაანთ ქვრივი“ ბელგიაში

ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულმა ლიტერატურულმა თეატრმა სპექტაკლი „ოთარაანთ ქვრივი“ წარადგინა. ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, წარმოდგენაში მონაწილეობა საქართველოდან, ირლანდიიდან და საფრანგეთიდან ჩასულმა მოყვარულმა მსახიობებმაც მიიღეს. პრემიერას საქართველოს საელჩოს, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის წარმომადგენლები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები ემიგრანტები დაესწრნენ.