„ანტვერპენმა“ „გენტი“ 2:1 დაამარცხა

გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გოლი ისევ გაიტანა. 19 წლის ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და ზედიზედ მეორე ტურია, „გენტის“ ფორმით ბელგიის ჩემპიონატში თამაშობს.

გენტი“ საკუთარ მოედანზე „ანტვერპენს“ დაუპირისპირდა. გუნდის განაცხადში ორივე ქართველი იყო და ორივემ ითამაშა.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე გამოჩნდა, გიორგი ქვილითაია კი – 76-ზე. ამ დროს „გენტი“ ანგარიშით 0:1 აგებდა. 77-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა საჯარიმოში ბურთი მიიღო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „ანტვერპენმა“ 82-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანა და ანგარიშით 2:1 მოიგო.