გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს შოვში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით მეორე დასკვნას წარადგენს.
სოფლის მეორნეობის მინისტრის თქმით, ფოტო მასალა რომელიც დღეს გამოქვეყნდება, 3 აგვისტოს სტიქიის განვითარებამდე ცოტა ხნით ადრე არის გადაღებული. საუბარია სატელიტურ ფოტოებზე, სადაც სტიქიამდე მყინვარსა და ხეობაში არსებული ვითარება ჩანს. მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი ფოტო ადასტურებს, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდეგ მყინვარის მოწყვეტით, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები. ფოტოებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
შოვში მომხდარ სტიქიის მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა 6 აგვიტოს გამოქვეყნდა. სპეციალური ბრიფინგი სააგენტოში 19:00 საათისთვის არის ჩანიშნული.