ოთარ კახიძე თეა წულუკიანს მიმართავს, საპროკურორო საბჭოს სხდომა ღია იყოს.
„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საპროკურორო საბჭოს სხდომას მედია ესწრებოდეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, 11 ივლისს გაიმართება. კახიძე მიიჩნევს, რომ ღია სხდომა დაანახებს საზოგადოებას, თუ რა პროცესი გაიმართება სხდომაზე და რა კრიტერიუმებით აპირებს ხელისუფლება მთავარი პროკურორის შერჩევას.
კახიძის მიმართვას თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, საპროკურორო საბჭო გამჭვირვალედ მუშაობს და სხდომის ვიდეოჩანაწერი ვებგვერდზე განთავსდება.