ოთარ აბესაძე პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს - როგორია დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე გამოკვლევებისთვის პირველ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადვოკატის ინფორმაციით, მას გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს. პარალელურად, ცნობილია, რომ სახალხო დამცველმა აბესაძის საქმის შესწავლა დაიწყო.
ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ოთარ აბესაძე ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში მოინახულეს.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა იყოს პროპორციული.
ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.