წლის მთავარი კინომოვლენა და ახალი ოსკაროსნები: დოლბის თეატრმა ოსკარების საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.
კინოკრიტიკოსების წინასწარი პროგნოზები მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმი წყლის ფორმა გახდა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა კრიტიკოსთა იმ დიდი ნაწილისთვის, რომლებიც ოსკარს მარტინ მაგდონაჰის ახალ ფილმს უწინასწარმეტყველებდნენ.
ცერემონიის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა გარი ოლდმანის პირველი ოსკარით დაჯილდოებაც. როგორც ყოველთვის, გამარჯვებულების გამოვლენაზე არანაკლებ საინტერესო იყო ახალი ოსკაროსნების სიტყვით გამოსვლები და ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩაცმულობა. რამდენიმე მათგანი კრიტიკის ობიექტიც გახდა.