ამერიკის კინო-აკადემიის წლევანდელი რჩეულები გამოვლენილია.
წლის საუკეთესო ფილმი სამხრეთ კორეული „პარაზიტი“ გახდა, რომელმაც ჯამში ოთხი ოსკარი მიიღო. ეს არის პირველი შემთხვევა ოსკარის არსებობის ისტორიაში, როცა კინო-აკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად უცხოენოვანი ნამუშევარი დაასახელა.
ქალის და მამაკაცის როლების საუკეთესო შემსრულებლების ტიტულები კი ამჯერად რენე ზელვეგერმა და ხოაკინ ფენიქმა მიიღეს.
ცერემონიაზე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ფოტო-სესია წითელ ხალიჩაზე.
წლევანდელ ოსკაროსნებს თათია კუჭუხიძე გაგვაცნობს.