2019 წლის ოსკაროსნების ვინაობა ცნობილია.
წლის საუკეთესო ფილმად მწვანე წიგნი დასახელდა.
საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, ოქროს ქანდაკება რემი მალეკის გადაეცა ფილმისთვის ბოჰემური რაფსოდია.
საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმანი გახდა, ფილმისთვის ფავორიტი.
შეგახსნებთ, დღეს საღამოს, 22 საათსა 30 წუთზე, პირველ არხზე შესაძლებლობა გექნებათ ცერემონიას კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი.