„ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

ოქროს გლობუსის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია.

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ჩამონათვალი სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსის მიღების შანსი აქვთ ნამუშევრებს: შავი პანტერა, ბოჰემური რაფსოდია, ვარსკვლავის დაბადება და შავი კუკლუქსკლანელი.

ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება.

წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ კინომოვლენას პირველი არხი პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

ღონისძიებას ტრადიციულად, ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს.

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის უფლება პირველმა არხმა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეიძინა.