უკვე მეორედ ქვეყანამ წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა.
2022 წლის ბოლოს საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტი 10.1 % იყო. მრეწველობა, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტურიზმის სექტორი – ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, სადაც განსაკუთრებული აქტივობები დაფიქსირდა. თუმცა, ყველაზე მეტად ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, ექსპორტის ზრდამ და უცხოურმა გზავნილებმა. ახლა მთავარი კითხვაა – როდის აისახება დადებითი ზრდის დინამიკა და გაზრდილი მაჩვენებლები მოქალაქეების ჯიბეზე.