ორკესტრი „რიჩიოტი“ თბილისში

ამსტერდამის ქუჩის მუსიკოსები, დღეს ქართველი მსმენელისთვის უკრავდნენ.

ანსამბლი „რიჩიოტი“, რომლის ისტორიაც უკვე თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის, საქართველოს 1 კვირით ესტუმრა. შემსრულებლები, რომლებისთვისაც დიდი აუდიტორიის ნაცვლად, თითო მსმენელის განწყობაც კი მნიშნელოვანია, კონცერტებისთვის არატრადიციულ ადგილებს არჩევენ. უკრავენ იქ, სადაც მუსიკა შესაძლოა ნაკლებად ისმის, სკვერებში, სკოლებში, ზოგჯერ სამედიცინო დაწესებულებებშიც კი. ახალგაზრდა მუსიკოსებმა საზაფხულო ტურნესათვის, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები საგანგებოდ შეარჩიეს და თავიანთ მრავალფეროვან რეპერტუარში გააერთიანეს.

ორკესტრთან ერთად მსმენელისათვის, ჰოლანდიაში მცხოვრები ვირტუოზი ქართველი შემსრულებელი, ლევან ცხადაძე დაუკრავს.