ორკესტრი „რიჩიოტი“ თბილისში

ანსამბლი „რიჩიოტი“, – ქუჩის სიმფონიური ორკესტრი ნიდერლანდებიდან.

მუსიკოსები უკვე საქართველოში არიან. შვიდი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში 25 კონცერტი გაიმართება, როგორც ცენტრალურ-ტურისტულ ადგილებში, ისე გარეუბნებში, ბაღებში, სკვერებში, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. თბილისში კი, ორკესტრი ცნობილი ქართველი და უცხოელი კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს.

ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი 42 ახალგაზრდა მუსიკოსისგან შედგება. მათ რეპერტუარშია კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპ-მუსიკა და ჯაზი. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე, ჰოლანდიაში მცხოვრები ვირტუოზი ქართველი შემსრულებელი, ლევან ცხადაძეც წარსდგება.