2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ორი წელი გავიდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მედიაზე თავდასხმის ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, ჯგუფები ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მმართველი გუნდისგან იყვნენ წახალისებული. საპირისპიროზე საუბრობენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სამართლებრივი შეფასებით, 5 ივლისის ორგანიზტორები არ ყავდა და შესაბამისად დანაშაული სპონტანურად მოხდა. შეგახსნებთ, ამ მოვლენების დროს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. დაშავდა 50-მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი. სასტიკად სცემეს „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მძიმე დაზიანებები მიიღო საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა. მიღებული დაზიანებების რეაბილიტაცია ჯერაც არ დასრულებულა. ილია თვალიაშვილი გადაღებებზე ვეღარ დადის.