ორი დღე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დასკვნამდე.
8 ნოემბერს გახდება ცნობილი, ჩათვლის თუ არა ევროკომისია საქართველოს მხრიდან 12 რეკომენდაციას შესრულებულად და გასცემს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ე.წ. გაფართოების ანგარიში მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საბოლოო გადაწყვეტილების, რომელიც დეკემბერში სტატუსთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს. საქართველოსთვის ევროინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში შიდა პოლიტიკური მღელვარება პიკს აღწევს. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებამ ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა.
წინა თვეებისგან გასხვავებით, მოლოდინი ორივე მხარეს ოპტიმისტურია, თუმცა ხელისუფლება და ოპოზიცია ამჯერად იმაზე ვერ თანხმდებიან, მინიჭების შემთხვევაში ვინ დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ხელისუფლებამ და ხალხმა, თუ მხოლოდ საზოგადოებამ. თარიღის მოახლოებასთან ერთად იცვლება გზავნილებიც.