ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანება“ შეიქმნა

დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის „დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანება“ შეიქმნა.

ორგანიზაცია მოქალაქეებს საკუთარი პრობლემის იდენტიფიცირებასა და იმ პროცედურებში ჩართვაში დაეხმარება, რომლითაც ისინი დეველოპერებთან დავას შეძლებენ.

გაერთიანების წარმომადგენლების თქმით, ისინი იურიდიულ დახმარებას მათაც გაუწევენ, ვინც სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს და საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმუშავებენ.

გაერთიანების სლოგანია „თბილისი ბეტონის ჩონჩხების გარეშე.“