„დაიცავი ბათუმის ბულვარი“, – ორგანიზაცია „ბათომი“ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
ორგანიზაციებს სამი მოთხოვნა აქვთ – შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული უკანონო, ე.წ. ზონალური საბჭო. რივიერას ტერიტორიაზე, ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას კორპუსების მშენებლობა, ეს ტერიტორია ისევ დაუბრუნდეს ისტორიული ზონის საზღვრებში და ასევე, ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას არ მოაწეროს ხელი მერმა.