ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტი ქალაქის ისტორიული ნაწილში ტურისტული მარშრუტის შექმნას და ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ესენია საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია, ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა, მწვანე კომპონენტის განახლება და ახალი სივრცეების მოწყობა.
პროექტის ღირებულება 52 მლნ ლარია. თანხას ქალაქის ბიუჯეტი გამოყოფს. სამუშაოები 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.