ორწლიანი მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია. ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, რესტავრაცია ჩაუტარდა 20 შენობას, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობებს, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ასევე მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე,
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ორ სკვერსაც. პრეზენტაციას, თბილისის მერთან ერთად, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. გახსნის ცერემონიის შემდეგ კი ორბელიანის მოედანზე გალა კონცერტიც გაიმართა.