უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ორბანი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს. როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, ეს მათი პირველი საუბარია ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. „ახლახან მქონდა პირველი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან არჩევნების შემდეგ. მომავლისთვის დიდი გეგმები გვაქვს“ – წერს ორბანი. ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.