კინოსამყარო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება.
11 იანვარს გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს „ოქროს გლობუსს“, რომელიც 27 ნომინაციაში გაიცემა. ნომინანტებს შორის კრიტიკოსთა ფავორიტია „დრაკონების სახლი“ და მინისერიალი „ვენსდეი“.
რაც შეეხება სერიალებს, აქ „ოქროს გლობუსის“ ერთ-ერთი მთავარი ნომინანტი „სამეფო კარის თამაშების“ პრეისტორია, „ეიჩბიოუს“ ახალი ნამუშევარი „დრაკონების სახლია“, რომლის პირველი ეპიზოდიც გამოსვლისთანავე 10 მილიონამდე ადამიანმა ნახა. მეორე უკვე „ნეტფლიქსის“ პროდუქცია სერიალი „ვენზდეია“, რომელმაც ასევე საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 11 იანვარს გამოვლინდებიან.