ოქონობის დღეს ზეიმობენ გორში. სახალხო დღესასწაული ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. ოქონის მშენებარე ტაძარში, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა აღავლინა. ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. სასულიერო პირები ქალაქს მოივლიან, მოსახლეობას დალოცავენ და ქუჩებს აკურთხებენ. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა.
მოამბე