დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა „ლელო საქართველოსათვის“ ოფისში. გადაწყვეტილება მიღებულია – 18 ნოემბერს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ეს იქნება გზავნილი ამერიკის სახელმწიფო მდივნისადმი, რომელიც ამ პერიოდში თბილისში იქნება.
როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რა განცხადებები გააკეთეს ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ – დეტალურად გიორგი კობერიძე გვეტყვის.