ოპოზიციური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციების ლიდერები ამ წუთებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში არიან შეკრებილი.
შეხვედრას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერო აკაკი ბობოხიძეც ესწრება. შეხვედრაზე 6 დეკემბერს დაგეგმილი იპოზიციური აქციის დეტალებს განიხილავენ. ბობოხიძის ინფორმაციით, აქცია მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან 14 საათზე დაიწყება და 16 საათზე ცენტრალურ მოედანზე დასრულდება. შეხვედრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ოფისთან „ქართული იცნების“ მხარდამჭერები არ არიან მობილიზებული.
შეგახსენებთ, შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა „თავისუფალი საქართველოს“ ოფისის წინ აქცია გამართეს.