„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილებს ბექა ბასილაიამ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. აუდიენცია „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის“ ფარგლებში იმართება. იგეგმება სპეციალური დოკუმენტის მიღება, რომელიც როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეგზავნებათ.