ოპოზიციის ნაწილი სამოქმედო გეგმებზე კონსულტაციებს მართავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციის ეს ნაწილი თანხმდება – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაა. კონსულტაციების პროცესში კი გამოიკვეთება მთავარი სამოქმედო გეგმაც. თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები უკვე ამბობენ, რომ ერთ-ერთ მთავარ ბრძოლის მექანიზმად საპროტესტო აქციები რჩება.
„ლელოში“ აცხადებენ, რომ ისინი გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, როგორც საპროტესტო აქციებს, ისე საპარლამენტო ტრიბუნასაც. „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი საკუთარ 7-პუნქტიან სამოქმედო გეგმას მიჰყვება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება. ოპოზიციის მთავარი მიზანი კი მათი თქმით, დესტაბილიზაცია და ქაოსია.