„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ , ასევე ,გვარამია-ხოშტარია-ზურაბ გირჩის გაერთიანებების შემდეგ, პოლიტიკურ ველზე კიდევ ერთი ახალი ოპოზიციური ჯგუფი შეიქმნა. პარტია „ლელოს“ 9 ნომრის ქვეშ ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ. ლიდერები ღირებულებების ერთობას ასახელებენ იმ მთავარ მიზნად, რის გამოც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე გაერთიანება გადაწყვიტეს. პარტია „ლელოს“, ანა დოლიძის პარტიის და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წინასაარჩევნო გაერთიანებას პოლიტიკოსები აფასებენ.