ოპოზიციური პარტიების გეგმები

არჩევნებისათვის მზადებას განაგრძობს ოპოზიცია. ნაწილმა პროცესში ლობისტებისა და პიარ სპეციალისტების ჩართვა გადაწყვიტა. ამასთან, ჯერ-ჯერობით გარკვეული არ არის რა კონფიგურაციით წარდგებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საპარლამენტო არჩევნებზე. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ვერც გაერთიანების და ვერც დაყოფის შემთხვევაში ოპოზიცია ოქტომბერში მათთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს, საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს ელექტრონული წესით აირჩევს. ეს ისტორიაში პირველი არჩევნები იქნება, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.