მზადება არჩევნებისთვის და მოსალოდნელი პოლიტიკური გაერთიანებები – ვინ ვისთან და რა ფორმით გეგმავს თანამშრომლობას. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აქტიურად განიხილება ახალი ალიანსების ჩამოყალიბების საკითხი. რაც შეეხება „გამარჯვების პლატფორმის“ პოლიტიკურ ალიანსში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, მათი განცხადებით, ამ ეტაპზე კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან გაერთიანებაზე არ მიმდინარეობს. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია გაერთიანების შემთხვევაშიც არჩევნებზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.