მორიგი კონსულტაციები ოპოზიციურ სპექტრში. საკოორდინაციო შინაარსის შეკრება ამჯერად პარტია „ლელოს“ოფისში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები კვლავ სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ. ოპოზიციის კონსულტაციებზე ისევ არ მივიდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზები არსებობს და ამ ხაზებს არ გადაკვეთენ. შეხვედრა დახურული იყო და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებები არ გაკეთებულა. როგორც დაანონსდა, სამოქმედო გეგმის შინაარსი ხვალ დაგეგმილ აქციაზე უნდა გაჟღერდეს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ იქნება პროტესტი, მათ შორის კარვებითაც და გაგრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები.