რა გეგმა აქვს ოპოზიციას? – არჩევნების შედეგების არაღიარების შემდეგ, სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები მთელი კვირაა კონსულტაციებს მართავენ. დაანონსდა აქცია რუსთაველზეც, სადაც სამოქმედო გეგმის შინაარსი უნდა გაჟღერდეს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ იქნება პროტესტი, მათ შორის კარვებითაც და გაგრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები. ოპოზიციის კონსულტაციებზე ისევ არ ჩანან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზები არსებობს და მათ არ გადაკვეთენ.