ოპოზიციის ლიდერები საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდნენ – 26 ოქტომბრის შემდეგ შეხვედრა ორჯერ გაიმართა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები და დარღვევებზე მომზადებული ანგარიში გააცნეს. საუბრის თემა იყო დაგეგმილი პროტესტიც. მოთხოვნაა საქართველოში ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის ჩამოსვლა და ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დალუქვა.