საპროტესტო აქციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ წყდება. ორგანიზაცია „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პროტესტს დღესაც აანონსებს, თუმცა, განხილვის თემაა – ვინ ჩაუდგება აქციების ორგანიზებას სათავეში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ პროტესტის მართვის სადავეები პოლიტიკოსებმა უნდა გადაიბარონ, რასაც მათივე კოლეგების ნაწილი არ ეთანხმება. უმრავლესობაში კი ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე და შესაძლო რევოლუციურ სცენარზე ამახვილებენ ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ, ქუჩის აქციების მართვის ინიციატივით ექვსი ოპოზიციური პარტია გამოვიდა. ამ ეტაპზე ინიციატივას არ უერთდება გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „გირჩი“.