დღეს ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციური პარტიების ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის განვითარების გეგმის წარდგენა სთხოვეს და ღია წერილით მიმართეს. მათი განცხადებით, ქალაქი უკიდურესად მძიმე ვითარებაშია, რასაც სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და უმუშევრობა განაპირობებს.
მათ განაცხადეს, რომ ქუთაისს განვითარების ბოლო შანსი საკანონმდებლო ორგანოს გადატანამ დაუკარგა. ასევე, შეახსენეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისა და გახსნის შესახებ მათ მიერ გაცემული დაპირება და სთხოვეს, პროექტის განხორციელების რეალური ვადები დასახელდეს.