ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩაშლამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა და პროტესტი დააანონსა. მათ წინასწარ განაცხადეს ბოიკოტის შესახებ, რომელსაც შეუერთა „ლელო“ და პარტია „ საქართველოსთვის“. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, „ქართულ ოცნებას“ ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობამდე არ აქვს კვორუმი, ამიტომ გადაწყვიტა მოწვეული სხდომა გამოცხადდეს როგორც 3 დეკემბრის სხდომის გაგრძელება.