საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალები გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებენ.
ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მონაწილეები პრემიერს რუსეთის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ და საპასუხო განცხადების მიღებას გეგმავენ.
შეხვედრის დაწყებამდე აღინიშნა, რომ კვირიკაშვილმა ამ განაცხადებით სახელმწიფოს ინტერესები დააზიანა.