ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ერთობლივი განცხადება და კრიტიკა სასამართლო სისტემას. თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში მიღებული ცვლილებების ხელახლა განხილვას ითხოვენ. მათი განცხადებით, ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, მკვეთრად უარყოფითად შეფასდა როგორც დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ვენეციის კომისიის მიერ.