პარლამენტის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილებაზე ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მტკიცე პოზიციის დაკავებას ითხოვენ. საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, პარტნიორებს ისინი ოპოზიციის ერთობლივი განცხადების ფორმით მიმართავენ.