ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში მთავრობის წევრების დაბარებას აპირებენ. მათ კითხვები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლის ვადით, დავით ხიდაშელისთვის გადაცემასთან დაკავშირებით აქვთ. თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე აცხადებენ, რომ რაჭაშიც იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მათი ცნობით, ხიდაშელს ტერიტორია ყოველგვარი პირობების გარეშე გადაეცა, სადაც გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებული არ არის.