ვინ უერთდება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, – პრეზიდენტი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ორბელიანების სასახლეში შეხვედრებს მართავს. ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის საკითხზე უნდა შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, რომელშიც ყველა პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას. მან ოპოზიციას ევროინტეგრაციის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის ახალ ინიციატივას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ეთანხმება. შეხვედრები ორბელიანების სასახლეში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და დღესაც გაგრძელდება. ცნობილია ისიც, რომ ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ , ჯერჯერობით მიწვევა არ მიუღიათ „გირჩის“ წევრებს. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი პლატფორმა ერთობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.