ოპოზიციისა და არასამთავრობოების კონსულტაციები პრეზიდენტთან

პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილს დღეს პარტია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური და „ისფედის“ თავმჯდომარე, ნინო დოლიძე შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს პირველ პირთან კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და პროცესის ხელშეწყობაზე ილაპარაკეს.