ოპოზიციის უცვლელი გზავნილები და შეცვლილი ადრესატი

ოპოზიციასთან ერთად მოქმედი პრეზიდენტის აქტიური პოზიციონირების ფონზე აქტუალური ხდება პარალელების გავლება ექვსი წლის წინანდელ არჩევნებთან.

ხელისუფლების ოპონენტთა გზავნილები მაშინაც ანალოგიური იყო. არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის – ამ კონტექსტში ცხადდებოდა 2018 წელს გასაკეთებელი არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ოპოზიციის მიერ დღეს ევროპული დონის ლიდერად მიჩნეული სალომე ზურაბიშვილი მაშინ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რომელსაც იგივე პოლიტიკური ლიდერები ექვსი წლის წინ სწორედ რუსეთის მოკავშირედ და პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად აცხადებდნენ. თუმცა პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წელში „ქართულ ოცნებასთან“ მწვავედ დაპირისპირებამ და კრიტიკამ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ექვსი წლის წინანდელი მწვავე განცხადებების ავტორი პოლიტიკოსების მიდგომები რადიკალურად შეცვალა. სწორედ ამ კონტექსტში 2018 და 2024 წლების არჩევნების შედარებისას სალომე ქოქიაშვილმა ბევრი საინტერესო მიგნება აღმოაჩინა.