სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ქალ წარმომადგენლებს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში კონსულტაციები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. პრეზიდენტმა ისინი თავად მიიწვია და თითოეულს ინდივიდუალურად შეხვდა. შეხვედრის თემა, როგორც ოპოზიციონერი ლიდერები განმარტავენ, მოახლოებული არჩევნები და ამ არჩევნებზე პრეზიდენტის და თავად პოლიტიკური პარტიების როლი იყო. რაც შეეხება „ქართულ ქარტიას“ და მის ფარგლებში ტექნიკური მთავრობისა და პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატს – შეხვედრების მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს პრეზიდენტთან ეს საკითხები არ განხილულა.