ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების მაგიდას უბრუნდებიან. ოპონენტები შეხვედრების განახლებას, როგორც თავად ამბობენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყებენ. ისინი მმართველ გუნდს, 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებისკენ მოუწოდებენ. მმართველი გუნდი, ოპოზიციას უპასუხისმგებლო ქმედებებს ახსენებს და აღნიშნავს, რომ თითქმის ჩაშლილი შეთანხმების მიღწევა, საერთაშორისო პარტნიორებისა და „ქართული ოცნების“ ძალისხმევით მოხერხდა.