პოლიტიკური შეფასებები თემაა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელიც მან ერთ-ერთი ტელეინტერვიუს დროს გააკეთა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ის ყოველთვის იყო სანქციების წინააღმდეგი და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არ გამორიცხავს. ოპოზიციონერი კოლეგის პოზიციას იზიარებენ პარტია „ახალში“. მათი განმარტებით რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არასდროს იყო მიუღებელი. მმართველი გუნდი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საარჩევნო კამპანიას უკავშირებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები მათ ოპონენტებს წარსულში გაკეთებულ განცხადებებს ახსენებენ და შეცვლილ რიტორიკას ფარისევლურს უწოდებენ.