ოპოზიციის საპროტესტო აქციები - პოლიტიკური შეფასებები

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. საპროტესტო აქციების შემდეგ, ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუმცა, პროტესტის გაგრძელებას აანონსებს. მთავარი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. ოპოზიცია მმართველ გუნდს საკუთარი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს.

მმართველი პარტია კი ფიქრობს, რომ აქციებმა რადიკალური ოპოზიციის სახე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და დაადასტურა, რომ მათი ერთადერთი მიზანი ესკალაცია და პროვოკაციაა.