ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა

ოპოზიციის აქცია დასრულებულია – მელიქიშვილზე, ჭავჭავაძესა და ვარაზისხევში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ოპოზიციონერმა ლიდერებმა და პროტესტის ორგანიზატორებმა შეკრებილებს სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად და გარკვეული დროით დასასვენებლად, დროებით დაშლისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, დღის ბოლომდე ან ხვალ ისინი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მხარდამჭერებს ინფორმაციას მიაწვდიან. მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება, თუმცა, რა ფორმით, ჯერ გაურკვეველია.

გამთენიისას კი აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია პოლიციის მოთხოვნით დატოვეს და მელიქიშვილზე გადაინაცვლეს, საიდანაც რამდენიმე საათში დაიშალნენ.