მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დილით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და მომიტინგეებს მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ. ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი. უწყვეტი აქცია ჭავჭავაძის, მელიქიშვილის გამზირების და ვარაზის ხევის კვეთაზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის მანძილზე სატრანსპორტო მოძრაობა აქ პარალიზებული იყო.