ოპოზიციის საპროტესტო აქცია

სალომე ზურაბიშვილთან ევროპელი კანონმდებლების შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. ადგილზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, შეკრების მიზანი იყო ევროპელი პარტნიორებისთვის საკუთარი მოთხოვნის გაცნობა, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ევროპარლამენტარები ორბელიანების სასახლეში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, აქციის მონაწილეებთანაც გავიდნენ და მათთან ერთად ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს.